ჯო ბაიდენი-რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

Read Time:24 Second

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, რომ სერიოზულ ფასს გადაიხდის, თუკი ის უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

„სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც განაცხადა, რომ შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

ამერიკის ხელისუფლებამ მანამდე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა როგორც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 2020 წელს, ასევე 2018 წელს მამა-შვილის სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ ინგლისში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლაევის ტერიტორია იბომბება
Next post „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ რუსეთის ბაზარს ტოვებს