ჯოზეფ ბორელი – უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის გამომაფხიზლებელი იყო, წლების განმავლობაში რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა, დამოკიდებულება იქცა იარაღად

Read Time:37 Second

ვფიქრობ, უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის ერთგვარი გამომაფხიზლებელი იყო. მაგალითად, ავიღოთ ენერგოდამოკიდებულების საკითხი. წლების განმავლობაში ჩვენი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა. ახლა ჩვენ სრულად გავაცნობიერეთ დამოკიდებულების იარაღად გადაქცევა, – ამის შესახებ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, დამოკიდებულება იქცა იარაღად.

„ის არის იარაღი და მას იყენებენ იარაღად, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, არ ვართ სამხედრო ალიანსი, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ შევასრულოთ როლი, მეტად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გამოწვევებით სავსე, საშიშ მსოფლიოში. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც გვსურს, რომ ის იყოს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც არის და ეს მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და საშიში. ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ჩვენ გამოწვევების, საშიში სიტუაციების ალყაში ვართ და ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ბორელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა
Next post გაყარეთ ოკუპანტები, გაყარეთ ეს მონები – ზელენსკი ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლებს