ჯეიმს აპატურაი თბილისშია

Read Time:32 Second

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თბილისშია. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, ამ ვიზიტით ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს ვიზიტი სპეციფიკურია ჩემთვის. მე ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ეს იქნება ჩემი ფინალური ვიზიტი ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ნოსტალგიურმა განწყობამ ჩამომიყვანა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ შევუწყო ხელი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას. ძალიან ბევრ თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის, რეფორმების პროცესზე, ნატოს მოახლოებულ სამიტზე, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ამიტომ, მოუთმენლად ველი შეხვედრებს, რომლებსაც მომდევნო 3 დღის განმავლობაში გავმართავ“, – განაცხადა აპატურაიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის
Next post გიორგი ცუცქირიძე: მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდელ მონაცემს, არამედ 5 პროცენტზე მეტად აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც