ჯანო ანანიძეს ამპლუა შეუცვალეს – ტედესკო ქართველში მაიერს ხედავს

Read Time:44 Second

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ საშინაო შეხვედრაში ტულის „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო რუსულმა მედიამ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად განამწესა.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ „სპორტ-ბიზნეს ონლაინმა” გამოხატა. გამოცემა წერს, რომ ტედესკომ მსგავსი სიახლე „შალკეში“ მუშაობისას დანერგა, რამაც ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.

„რუსეთში ტედესკო იყენებს იმ სვლებს, რომელმაც „შალკეში“ მუშაობისას შედეგი მოუტანა. ჯანო ანანიძე მოედნის ცენტრში მცველებთან ახლოს დააყენა. დომენიკომ მსგავსი ხრიკი „შალკეში“ ჩაატარა, სადაც იყო პერსპექტიული პლეიმეიკერი მაქს მაიერი, რომელიც ჯულიან დრაქსლერზე უფრო ნიჭიერ და პერსპექტიულადაც კი ითვლებოდა. მაგრამ ვერც ერთმა მწვრთნელმა მისი გახსნა ვერ შეძლო. მაგრამ მივიდა ტედესკო, რომელმაც მაიერისთვის პოზიცია მოედნის საყრდენ ზონაში შეარჩია და ის შემდეგ წლის აღმოჩენა გახდა. ტედესკომ მსგავსი მაგალითი რუსეთში ნახა: ტექნიკური პლეიმეიკერი ჯანო, რომლის გაშვებაც „სპარტაკს“ არ სურს, მაგრამ შემადგენლობაში მისთვის პოზიციაც არ მოიძებნა“ – წერს „ბიზნეს ონლაინი“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
Next post საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა