შაბათი, ნოემბერი 29, 2025

ჯანო ანანიძეს ამპლუა შეუცვალეს – ტედესკო ქართველში მაიერს ხედავს

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ საშინაო შეხვედრაში ტულის „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო რუსულმა მედიამ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად განამწესა.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ „სპორტ-ბიზნეს ონლაინმა” გამოხატა. გამოცემა წერს, რომ ტედესკომ მსგავსი სიახლე „შალკეში“ მუშაობისას დანერგა, რამაც ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.

„რუსეთში ტედესკო იყენებს იმ სვლებს, რომელმაც „შალკეში“ მუშაობისას შედეგი მოუტანა. ჯანო ანანიძე მოედნის ცენტრში მცველებთან ახლოს დააყენა. დომენიკომ მსგავსი ხრიკი „შალკეში“ ჩაატარა, სადაც იყო პერსპექტიული პლეიმეიკერი მაქს მაიერი, რომელიც ჯულიან დრაქსლერზე უფრო ნიჭიერ და პერსპექტიულადაც კი ითვლებოდა. მაგრამ ვერც ერთმა მწვრთნელმა მისი გახსნა ვერ შეძლო. მაგრამ მივიდა ტედესკო, რომელმაც მაიერისთვის პოზიცია მოედნის საყრდენ ზონაში შეარჩია და ის შემდეგ წლის აღმოჩენა გახდა. ტედესკომ მსგავსი მაგალითი რუსეთში ნახა: ტექნიკური პლეიმეიკერი ჯანო, რომლის გაშვებაც „სპარტაკს“ არ სურს, მაგრამ შემადგენლობაში მისთვის პოზიციაც არ მოიძებნა“ – წერს „ბიზნეს ონლაინი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიდერლანდების საგარეო უწყება – ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობის, რეპრესიის მიუხედავად, ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში დღეს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.„უკვე ერთი წელია, ქართველი ხალხი იცავს თავის უფლებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად. ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მათი მოწოდების იგნორირებას. ქართველი ხალხის ხანგრძლივი მეგობარი – ნიდერლანდები აღიარებს მათ გამძლეობასა და ერთგულებას თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი“, – წერია განცხადებაში. 

სიახლე ანუკი არეშიძის ცხოვრებაში – რა კადრებს გვიზიარებს დიზაინერი

დიზაინერ ანუკი არეშიძის მიერ გამართულ წვეულებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.ანუკიმ წვეულება საკუთარი ბრენდის ქვეშ შექმნილ ახალ პროდუქტს მიუძღვნა - როგორც ცნობილია, გარდა დიზაინერული საქმიანობისა, მას დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდიც აქვს.„მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, - დაწერა მან წვეულების დასრულების შემდეგ.

ლევან ცუცქირიძე – ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ, „კაგებეს“ აგენტები სახელმწიფო მმართველობაში აღარ უნდა დავუშვათ

ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ლუსტრაციის კანონს მხარი დაუჭირონ და ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პეტიცია პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა.„ვიდრე ეს დიდი მსვლელობა დაიწყება, იმ ადამიანების ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ. ლუსტრაციის კანონი მიმართულია, რომ არც „კაგებეს“ აგენტები და არც მისი მემკვიდრე ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო მმართველობაში აღარ დავუშვათ. ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამას მხარი დაუჭირონ, ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ. ეს არის ლუსტრაციის კანონის მხარდაჭერის პეტიცია. ჩვენი პროექტი, კარგა ხანია, ონლაინაც არის გამოქვეყნებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

გთავაზობთ ფსალმუნებს, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა ვიკითხოთ შობის მარხვაში:„ვთხოვ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და,  ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები“ - ილია მეორე ( 27. 11. 2020)

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სასულიერო პირების იერუსალიმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:„საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და გერასიმეს (შარაშენიძე) და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს, 28 ნოემბერს, წმინდა მიწიდან დაბრუნდა.მათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის, გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები