ჯანმო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

Read Time:19 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანმოს განმარტებით, ოთხმა კვლევამ, რომლებშიც საერთაშორისო ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს ვირუსის ლეტალურობის დონეს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და არც სხვა კრიტერიუმებით არის ეფექტური.

COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ არა ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა იყენებს. „რემდესივირს“ იღებდა კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს, ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს და მის იმიჯს
Next post ირმა ინაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ერთად მიმართონ ცესკო-ს და განცხადებებით თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე