ორშაბათი, აპრილი 27, 2026

ჯანმო: კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით, მსოფლიო პლატოზე გავიდა, თუმცა სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით, მსოფლიო პლატოზე გავიდა, თუმცა სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია.

„პლატოს მივაღწიეთ, თუმცა ეს პლატო საკმაოდ მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ინფიცირების 4.4-4.5 მილიონი და გარდაცვალების 67-68 ათასი შემთხვევა ვლინდება. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ვითარება ფიქსირდება“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.

მისი თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა იზრდება, ხოლო ევროპაში – კლება ფიქსირდება.

„სიტუაცია შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია უკვე 20 თვის განმავლობაში გრძელდება და ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გვაქვს“, – განაცხადა მარია ვან კერკხოვემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამინდი ისევ გაუარესდება – როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.ქ. თბილისში: 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, – ვკითხულობთ ტექსტში.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ რუს კოლეგებთან განიხილავს ომის მიმდინარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, რუს კოლეგებთან განიხილავს ომის მიმდინარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს.„ეს კარგი შესაძლებლობაა, რუს მეგობრებთან კონსულტაციები გავმართოთ ომთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და ამჟამინდელ ვითარებაზე“, – განაცხადა არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პაკისტანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.„ამერიკელების მიდგომამ და ზედმეტმა მოთხოვნებმა ის გამოიწვია, რომ წინა რაუნდში, პროგრესის მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ომანთან დაკავშირებით საუბრისას კი არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე კონსულტაციების გაგრძელებაზე სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.ცნობისთვის, აბას არაღჩი რუსეთში დღეს ჩავიდა. ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და კოლეგა, სერგეი ლავროვთან.

გურამ მაჭარაშვილი – თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, ჰერჩინსკი შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს, განსხვავება ენებს შორისაა

პაველ ჰერჩინსკი შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს, განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია.„არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებებიც – ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ერთად ზუსტად ბნელ წარსულში დაბრუნება ხდება. როცა ჰერჩინსკი მოგვიწოდებს, რომ ბნელ წარსულში არ დაბრუნდეთო, ქართულ საზოგადოებას უბიძგებდა, ბნელ წარსულში დაბრუნებულიყო, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროში. ასე არ იყო? ამის დამადასტურებელი ვიდეოები არსებობს. შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, პაველ ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს. განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის. სწორედ ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. კარგად ვიცით, როგორ კეთდება მეგობრული განცხადება. მეგობრულად მწუხარების გაზიარება იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან პატრიარქის გარდაცვალების თაობაზე. რატომ არ იყო მწუხარება ევროკავშირის ბიუროკრატიიდან? მეგობრობას ნურავინ გვასწავლის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ანი წითლიძე – ახლა არ იყო პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება, საბავშვო ბაღია, რაც ხდება, ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე უნდა შეეშვას რაღაც ერთობებს, იზრუნოს გაძლიერებაზე

ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რას იზამს ოპოზიციის ალიანსი. ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება, საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, რომ გვჭირდებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.წითლიძე მიიჩნევს, რომ ამ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო.„ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. პარტიის გადაწყვეტილება იყო ალიანსში შესვლა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან არგუმენტები მქონდა და არა იმიტომ, რომ ერთობის არ მჯერა. მჯერა მართალი ადამიანების ერთობის, ერთობის, როდესაც გარკვეულია ყველა საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობს, ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს და ერთმანეთის თვალებში შეხედვა არავის უჭირს. ასეთ შემთხვევაში მჯერა ერთობის. მიმაჩნდა, რომ ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება. საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, ეს რომ გვჭირდებოდეს? ცოტა საბავშვო ბაღია, ახლა რაც ხდება, რადგან ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა, იცლის იმისთვის, რომ სააკაშვილის პოსტების რევიზია მოახდინოს – სად წერტილი დაწერა, სად – მძიმე. შემდეგ კი ალიანსის ხუთი განცხადებიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ დაგმობაა. ეს არ არის სერიოზული, ჯანსაღი და ბრძოლას არ ეხმარება. რა იყო მიხეილ სააკაშვილის პოსტში პრობლემა? ტყუილი არაფერი დაუწერია. ვინ იგულისხმა, მეორე პოსტში განმარტა, რომ გულისხმობდა ყველას და არა მხოლოდ ნიკა მელიას. სიტუაციის განმუხტვა თუ იყო, მიმაჩნია, რომ „ალიანსის“ პასუხი არაპროპორციული იყო. ეს ხომ რეალურად დამოკიდებულებას ანახებს? დღეს ალიანსი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა საუბრობდეს, იმაზე როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. მიმაჩნია, რომ ამ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. მე რომ ეს უფლებამოსილება მქონდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გზას სხვანაირად ვუყურებ და ეს იცის მიხეილ სააკაშვილმაც. „ნაციონალური მოძრაობის“ გზა უნდა იყოს ის, რომ ამ ეტაპზე შეეშვას რაღაც ერთობებს. იზრუნოს იმაზე, რომ თვითონ გაძლიერდეს, თავისი მებრძოლი აქტივის მობილიზაცია შეძლოს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა უნიკალური პერიოდია, როდესაც შეუძლია, იმ 14 და ცხრა წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ არსებული ყველა მითი დაანგრიოს, სახე ანახოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.ანი წითლიძეს კითხვა დაუსვეს ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლის საკითხზე. წითლიძის თქმით, დემარშები და გამოსვლები ძალიან არასერიოზულია.„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ შევიდოდით მანდ, პარტიის მიღებული გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს დემარშები, გამოსვლები ძალიან არასერიოზულია. მიუხედავად არასამართლიანი დამოკიდებულებისა, ვიქნებით ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზი გადის. ისეთი ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებით მიშამ იმ ცხრა და 14 წლის განმავლობაში გამოზარდა, დღეს ამბობენ, მიშა ერთპიროვნული მმართველიო. ლემონჯავა რომ გამოვიდა, კოალიციის ყველაზე პატარა ჭანჭიკია, მაგრამ მათ შორის მისი ლიდერებიც, რომელმა არ ისარგებლა მიშას რესურსით? რომელმა არ გაძარცვა მიშა და შემდეგ კაპიტალი დაიგროვეს. მიშას გამოზრდილს რომ ვიძახი, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს. ეს ადამიანები, რომლებიც მიშამ გამოზარდა, ახლა ამბობენ, რომ მიშა ერთპიროვნული მმართველია. მიშას პირობებში იყვნენ მინისტრები და მაშინ არ ახსოვდათ მიშას ერთპიროვნული ლიდერობა.ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რას იზამს ეს ალიანსი. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მაინც ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, საკუთარ თავში პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული საკითხების გარჩევის ძალას იპოვიან. უფრო მეტი კონცენტრირება ჰქონდეთ იმ საჭიროებებზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აირჩიოს გზა – ან თავის გზაზე გაძლიერდეს, ან იყოს იმ ალიანსში ისე, როგორც ახლა არის. ბიძინა ივანიშვილი მარტო რეპრესიებით კი არ გვიგებს, ბევრი რაღაცით უგებს ოპოზიციას, მათ შორის ასეთი არაორგანიზებულობით და იმით, რომ ერთ საკითხზე შეთანხმებისთვის თვეები სჭირდებათ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებოდნენ. ეს არ სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ჩემი პატივისცემა ყველას, მაგრამ არ მჯერა პრესკონფერენციებით ჩატარებული ბრძოლის ველის. ხალხთან უნდა იყვნენ. მიშა რომ გარეთ იყოს, ყველამ ვიცით, როგორი იქნებოდა ის“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა. ის მოგვიანებით შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას არაღჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ამასთან, აბას არაღჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც შეხვდება.რუსეთში ირანის ელჩის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე განიხილება „ორმხრივი ურთიერთქმედების კოორდინაცია და ერთობლივი პროგრამების წინსვლა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე“.

ბოლო სიახლეები