კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით, მსოფლიო პლატოზე გავიდა, თუმცა სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია.
„პლატოს მივაღწიეთ, თუმცა ეს პლატო საკმაოდ მაღალ დონეზეა. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად ინფიცირების 4.4-4.5 მილიონი და გარდაცვალების 67-68 ათასი შემთხვევა ვლინდება. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ვითარება ფიქსირდება“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.
მისი თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა იზრდება, ხოლო ევროპაში – კლება ფიქსირდება.
„სიტუაცია შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია უკვე 20 თვის განმავლობაში გრძელდება და ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გვაქვს“, – განაცხადა მარია ვან კერკხოვემ.