ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი – კორონავირუსის პანდემია ჩქარდება
კორონავირუსის პანდემია ჩქარდება, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„67 დღე დასჭირდა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 გამხდარიყო, 11 დღე მეორე 100 000-სთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-ისთვის“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა, ის მიმდინარე კვირაში მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს და მათ დამცავი აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად თანამშრომლობას სთხოვს.
„ვაღიარებთ, რომ არსებობს ეფექტიანი მკურნალობის მწვავე საჭიროება. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომლის ეფექტიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დადასტურებულია. შესანიშნავია იმ ენერგიის ხილვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევებისკენ არის მიმართული. გამარჯვებისთვის ჩვენ კორონავირუსს უნდა შევუტიოთ აგრესიული და მიზნობრივი ტაქტიკით – ტესტირება ჩავუტაროთ ყველა შესაძლო ინფიცირებულს, თითოეული დადასტურებული შემთხვევისას იზოლაცია და მეთვალყურეობა მოვახდინოთ და გამოვავლინოთ და კარანტინში მოვათავსოთ ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი. მედიკოსებს საკუთარი საქმის ეფექტიანად შესრულება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ მათ საქმის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლიათ, ჩვენ კვლავ ვიგებთ შემაშფოთებელ ცნობებს მსოფლიოდან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს შორის ინფიცირების დიდი რაოდენობის შესახებ… ყველაფერი სწორადაც რომ გავაკეთოთ, თუ მედიკოსების დაცვას პრიორიტეტს არ მივანიჭებთ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან ექიმი, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, ავად არის“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 350 000-ს აღემატება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ...
24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის! – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა. 44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში...
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...