სამშაბათი, ივნისი 30, 2026

ჯაბა ბრეგვაძე „ზე რაგბიში“ რჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ჯაბა ბრეგვაძე „სანვულვზში“ შემდეგ სეზონშიც დარჩება.

32 წლის ქართველი ჰუკერისთვის იაპონური ფრენჩაიზის, „სანვულვზის“ რიგებში ეს მესამე სეზონი იქნება. გუნდმა 2020 წლისთვის 15 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორის არის ჯაბა ბრეგვაძე.

ჯაბა ბრეგვაძე „სანვულვზში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მორაგბემ 21 მატჩი ჩაატარა და ერთი ლელოს ავტორიც გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა — წარმატების საწინდარია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის განცხადებით, სხდომაზე გამოიკვეთა აჭარის რეგიონის განვითარების ფორმულა „სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა.“„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა — წარმატების საწინდარია.“- წერს ანანიძე.

კახა კალაძე – დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი , ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს.როგორც კალაძემ ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება. ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად, გამჭვირვალედ, კანონის ფარგლებში შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენს, შეუძლია, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსიროს, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხყოფას.„დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მოსაზრება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა საკითხზე, თუმცა ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ვიღაცას შეიძლება სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუვარდე სოცმედიაში და შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის უზრდელობა და დანაშაული. თუ ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არა გინებით, ბილწსიტყვაობით. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ, განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რომელიმე ბიზნესმენისთვის ხელი შეეშალოს.„ყველა ბიზნესსუბიექტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. თქვენ როგორ გგონიათ, ბიზნესის 100% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? მაგალითად, ავიღოთ ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ფლობს დეველოპერულ კომპანიას დედაქალაქში, ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ მას მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდა რაიმე სახის ხელის შეშლა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაატარა. გავიხსენოთ წლების წინ რა ხდებოდა – რომელიმე ბიზნესმენს ოპოზიცია დაეფინანსებინოს ღიად და მას რას უზამდნენ, რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – BrainHack-AI 2026 ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“, უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და ემოციებით სავსე 8-საათიან მარათონში ერთმანეთს ქართული უნივერსიტეტების გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა რეალურ გამოწვევებზე დაფუძნებული AI-ამოცანები გადაჭრეს, წარმოადგინეს ინოვაციური იდეები და საკუთარი ტექნიკური ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, „BrainHack-AI 2026“-ში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ჰაკათონი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადეს და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს იმ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. BrainHack-AI 2026 სწორედ ასეთი პროექტია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოში მაღალი აკადემიური და პროფესიული პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაკათონმა ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.დღევანდელი შედეგები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ახალგაზრდები მზად არიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდასაქმნელად. ვულოცავ ყველა მონაწილეს, გამარჯვებულებს, მენტორებსა და ორგანიზატორებს წარმატებულ ჰაკათონს. დარწმუნებული ვარ, BrainHack-AI მომავალში იქცევა პლატფორმად, სადაც დაიბადება ახალი იდეები, ძლიერი გუნდები და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰაკათონებს 2022 წლიდან ატარებს. პირველი მასშტაბური ღონისძიება - „ჰაკათონი 2022 - IOT“ - უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. მას შემდეგ ფაკულტეტი თანმიმდევრულად ავითარებს სტუდენტებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ ინიციატივებს, ხოლო BrainHack-AI 2026 ამ ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდა ინოვატორებს აერთიანებს.„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები. ასეთ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კონტაქტების გაღრმავებას და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. რვასაათიანი ინტენსიური მუშაობის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და პრაქტიკულად ღირებული გადაწყვეტილებები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში იზრდება ახალგაზრდა პროფესიონალების ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების წარმატებით დაძლევა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, მენტორს, ჟიურის წევრებსა და პარტნიორებს. გამარჯვებულებს ვულოცავ და მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმაციით, BrainHack-AI 2026-ის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი — დავით ტაკიძე (GTU); II ადგილი - გუნდი „არიქა“ - ბაჩო მირზაშვილი, ნიკა ფარსადანაშვილი, ემილ კირაკოსიანი (BTU); III ადგილი - გუნდი „ოჩოპინტრე“ - ლუკა გულვერდაშვილი, გიორგი ყაზიშვილი, გიგი გიორგაძე, დუდა ელბაქიძე, ნიკოლოზ დვალიშვილი (GAU). კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტს ლუკა ფირცხალავას ნიკო ლომინაძის სახელობის პრიზი გადაეცა, კომპანია „სოფტ მასტერ ტრეიდის“ რჩეულები კი გახდნენ: გუნდი „Foxhound“ (გიორგი შაკიაშვილი და თედო ჯანაშია) და სტუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი გიორგი ხვიჩია.

ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას პასუხობს. როგორც ეკატერინე ივანიშვილი აცხადებს, იმედი აქვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი.„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა, იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას: როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის წერილში.ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა.„ქალბატონო ეკატერინე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი, ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა – გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონებამოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, – აღნიშნა ეკა კუპატაძემ მიმართვაში.

შალვა პაპუაშვილი – იმედისმომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის

დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული  ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის – უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის – განხორციელების ხელშეწყობა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბოლო სიახლეები