ხუნდაძე: მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ

Read Time:59 Second

სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა მოხდება, რისი საშუალებითაც ეს ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მოხდეს. მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია.

“კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ამასთან, კანონმდებლის თქმით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები 300 000 იქნება.

“კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება პირველად გაიმართება
Next post 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა