ხერხეულიძე სააკაშვილზე: ფიქრობს, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა შანსი დაკარგოს – ეს არის დღეს მისი ფიქრის საგანი, სხვა არაფერი

Read Time:56 Second

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავარი საფიქრალი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა, რადგან მისი თქმით, დღეს ევროპასთან დაახლოების ყველაზე მეტი შანსია.

ამ ის შესახებ ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ყველა ევროპელ ლიდერს ეხმიანება და სთხოვს, რომ საქართველომ ეს შანსი არ დაკარგოს, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხის მისწრაფებები, ერთი კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანია.

“ჩვენ, მთავარ საკითხებსა და იმ მოლოდინზე ვისაუბრეთ, რასაც ყველა ერთად 24 ივნისს ველოდებით. იცით, რომ მას სამუშაოდ თავისი ცალკე ხაზი აქვს, სადაც თავის დასავლელ კოლეგებსა და თავის მეგობრებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე ესაუბრება, რადგან იმ გარემოებებზე, რაც ქვეყანაშია, მათ შორის, ნეგატიურ დამოკიდებულებებზე ძალიან წუხს. ის ფიქრობს, რომ არ შეიძლება ეს შანსი ქართველმა ხალხმა დაკარგოს, რადგან სწორედ ამ კონტექსტში და ამ დროს, როცა ევროპასთან დაახლოების ყველაზე მეტი შანსი გვაქვს, ეს აუცილებლად გამოსაყენებელია. სწორედ ეს არის დღეს მისი ფიქრის საგანი, სხვა არაფერი. ყველა ნაცნობს, მეგობარს, ყველა იმ ევროპელ ლიდერს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დამეგობრებასთან და უკეთეს მომავალთან დაკავშირებით წვლილი აქვს შეტანილი ყველას ეხმიანება და სთხოვს, რომ საქართველომ ეს შანსი არ დაკარგოს, რადგან ქართველი ხალხის მისწრაფებები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს
Next post GORBI: რესპონდენტთა 64,4% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის