ხაშურის მერობის კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

Read Time:36 Second

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გელაშვილი აღნიშნავს, კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

„დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა.

ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება.

ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს“, – წერს ვალერი გელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა
Next post თამარ გაბუნია: თუკი ვინმე ელოდება „სინოფარმს“, მას შეუძლია ის გაიკეთოს, მაგრამ „სინოვაკი“ აბსოლუტურად იდენტური ვაქცინაა და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება