ხატია დეკანოიძე: სუს-ი ემორჩილება პირდაპირ ივანიშვილს, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ სუს- ის ანგარიშში ხვდება “ქართული ოცნების” რიტორიკა

Read Time:1 Minute, 4 Second

“ალტ-ინფო” ღიად ფინანსდება რუსეთისგან, ამას საფრთხედ აღიქვამს საგარეო დაზვერვა და ასე არ აღქივამს სუს-ი, მაგრამ მე შეგახსენებთ, სუს- ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო, ის არ ემორჩილება არც ღარიბაშვილს, არც კობახიძეს, ის ემორჩილება პირდაპირ ივანიშვილს, შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ სუს- ის ანგარიშში ხვდება “ქართული ოცნების” რიტორიკა.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ სუს- ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება „ნამოხვანჰესს“, თავიდანვე ჩანდა, რომ იქ არსებობდა ძალები, ვისაც კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ 5-6 ივლისს ჩამოსული ნამოხვანიდან მთელი დელეგაცია ჟურნალისტების დარბევაზე,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე ისაუბრა ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია რუსულ ინვესტიციებზე და აღნიშნა, რომ ამას საფრთხედ განიხილავს მაგალითად, საგარეო დაზვერვა, თუმცა, სამწუხაროა, რომ სუს-ი საფრთხედ მხოლოდ ოპოზიციის განცხადებებს აღიქვამს.

“გუშინ თავდაცვის კომიტეტზე (სადაც რეგიონული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძლების წარმომადგენლებს მოუსმინეს) ვიკითხე, განიხილავს თუ არა სახელმწიფო და კომიტეტზე წარმოდგენილი ორგანოები საფრთხედ რუსულ პირდაპირ ინვესტიციას, მე პასუხს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ეს განწყობა დავინახე, რომ ეს არის საფრთხე, როცა ოკუპანტის ინვესტიციები შემოედინება. მაგრამ როცა ვაგნერის დაჯგუფების წევრები შემოდიან საქართველოში, ამის შესახებ სუს- მა არაფერი იცის ან იცის და უარყოფს, ეს გვაჩვენებს იმას, რომ სუს-ი როგორც პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმი განიხილავს მტრად მხოლოდ ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას და აქტივისტებს და არა მათ, ვინც რეალური მტერია,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დაღუპულია სულ მცირე 22 000 მოქალაქე, ქალაქში ექიმები აღარ არიან“ – მარიუპოლის მერის მრჩეველი
Next post „ომის დასრულება ბრძოლის ველზე გადაწყდება“ – დმიტრო კულება