ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს პარტიას

Read Time:28 Second
მოლაპარაკებების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და არ გაათავისუფლა ნიკა მელია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს პარტიას.
 
„ჩვენი პოზიციაა ნამდვილად, რომ ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს „ნაციონალური მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებში და კიდევ უფრო იზღუდება სივრცე შეთანხმებისთვის, როდესაც ჩვენი პარტიის ლიდერი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
 
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
 
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post გიგა ბოკერია: ჩვენ გვჭირდება გონივრული კომპრომისი ყველა პუნქტზე, რომელიც შარლ მიშელმა დადო