ხატია დეკანოიძე: მიშამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩემი წასვლა, ტელევიზიიდან გაიგო და ემოციური წერილი გამომიგზავნა

Read Time:39 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მალე გაუსწორებს სიმართლეს და რეალობას თვალს, მით ურო კარგი იქნება. პარტია დღეს არ არის საუკეთესო ფორმაში – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიშამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩემს წამოსვლაზე გაიგო ტელევიზიიდან და წერილი გამომიგზავნა, რომელიც იყო ძალიან ემოციური. არცერთი მიშას წერილი  არ გამომიქვეყნებია და არც ვიზამ ამას. ეს პირადულია და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. არ მქონდა საშუალება, რომ ბოლო პერიოდში მასთან შევსულიყავი. ნიკასთან გვაქვს ნებართვა შესვლის, მასთან კი არ გვაქვს და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება დეპუტატი ვერ შედიოდეს მასთან. გამოგზავნილი წერილი იყო მძიმე ემოციურად, თორემ მას ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, ის გამოცდილი ადამიანია პოლიტიკაში, და მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რაიმე სახით მისი პოლიტიკურ პროცესებში, ჩარევა ჩემი მხრიდან იქნებოდა მართებული.  მთავარი საზრუნავია ჩვენთვის მისი გადარჩენა“- ამბობს ხატია დეკანოიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: იმედგაცრუება მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში ნიკა გვარამია არ არის
Next post ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ის დაბრკოლებები, რაც არსებობდა აქტივების მართვასთან მიმართებაში ფაქტობრივად აღმოიფხვრა და გზა გაიხსნა, რომ წვდომა აღდგეს ყველა აქტივთან, მათ შორის ფულად სახსრებთან მიმართებაში