ხატია დეკანოიძე – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს

Read Time:32 Second

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან კონსულტაციები ჰქონდა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, უმრავლესობის მხრიდან სრულიად აბსურდული არგუმენტები და ბრალდებები ისმის.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაკავებულია ყვითელი პრესის პროპაგანდისტური მასალების განხილვით მაშინ, როცა უკრაინაში წარმოუდგენელად მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგვხვდება და გაგვაცნობს, რაზე იყო საუბარი მაკრონთან. როგორია პერსპექტივა და მისი ხედვები, ჩვენი სახელმწიფოსთვის რა უნდა იყოს მთავარი ინტერესი ევროინტეგრაციის გზაზე. სასაცილოა, როცა ტექნიკური საკითხებით ხდება მსჯელობა, რომ პარლამენტში პრეზიდენტი არ მოვიდეს. მთავრობაც უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშისას და ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილს არ უნდა, რომ მოვიდეს და საზოგადოების წინაშე წარსდგეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორის ჯონსონი-ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს
Next post ირაკლი ოქრუაშვილი საბრძოლველად უკრაინაში წავიდა