ხატია დეკანოიძე: თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ

Read Time:1 Minute, 25 Second

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელზეც იყო, მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიას ჰქონდეს, არაფერი ემუქრება ოპოზიციური ერთობას.

„ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, რადგან ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან ვალდებულება გვაქვს აღებული. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის იგივე, ნიკა მელიას გათავისუფლება, ის უნდა წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდაზე. უნდა ვისაუბროთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლების გადაბარებაზე მშვიდობიანად, რომ ეს ბანდიტური კრიმინალური ორგანიზაცია ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი, გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული. თუ „ქართულ ოცნებას სურს“ რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს პოლიტიკური ფიგურა, რადგან ღარიბაშვილი არის სრულად მიუღებელი. ყველზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათ მივცეთ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დატოვა მიშელმა აუცილებლად შესრულდება, შესრულდება ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შედგა 20 მარტის აქციაზეც.

„თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რამე წინადადებით ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით მოლაპარაკებების პროცესს თავად ოპოზიცია აფერხებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: ჩვენ არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დაბრალდეს თუ აქამდე მივა საქმე
Next post მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს