ხატია დეკანოიძე – ვისურვებდი, აქციები ყოფილიყო უფრო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე, ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია

Read Time:1 Minute, 6 Second

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუშინ აქციებზე ვერ ვიყავი. მე მივიდოდი და მივალ ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე იქნება საუბარი, – ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, აქციები ყოფილიყო უფრო ერთიანი, ყოფილიყო მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე. ხატია დეკანოიძის განცხადებით, დასახული ამოცანების მისაღწევად, პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და იმედი აქვს, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებული იმპულსით იქნება წარმოდგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია. ამიტომ არავითარ დაშლაზე საუბარი არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება გაცილებით სხვა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო მაღალი ხარისხით და შემართებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობა და პარტიის სხვა ხარისხი. ჩვენი პარტიის სხვა ხარისხში მიქმედება და ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ჩვენი პარტია არ იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იყოს და, მათ შორის, ერთიანობა არ იქნება შენარჩუნებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა და დიდი პოლიტიკური ამოცანები გაქვს წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. შესაბამისად, ნებისმიერი დანაწევრება ცუდია. ვიმედოვნებ, ეს დროებითია და ყველაფერი გადაივლის. განცალკევება პარტიას აზიანებს. ორივე გუნდში არიან ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები. დიდი იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება განსაკუთრებული ხარისხით და იმპულსით წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტის დასუსტება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება, მადლობელი ვარ ყურადღებისათვის
Next post ილია მეორე აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის – გისურვებთ მხნეობას, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად