ხატია დეკანოიძე: ვეტო გზავნილია საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რაზედაც „ქართული ოცნებაა“

Read Time:48 Second

სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს. ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც “ქართული ოცნება” და მისი განშტოებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის ვეტოს დაადებს იმ კანონპროექტს, რომელიც მასთან ხელმოსაწერად გაიგზავნება, თუ “ქართული ოცნება” მოიღებს ამ კანონპროექტს და როგორც ჩანს, ამას აპირებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეგვიძლია ყველამ, ეს იქნება ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, სათემო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ეს იქნება ნამდვილად სიძულვილი საქართველოს იმ მოქალაქეების, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, რუსული კონცეპტუალური მოდელის გადმოტანა საქართველოში. ამიტომ, სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს. ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც “ქართული ოცნება” და მისი განშტოებაა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს“
Next post ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“ – რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?!