ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მოხდება

Read Time:1 Minute, 19 Second

ამის სესახებ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს

,, ?ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო. ? ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მოხდება. ⏳ამ ეტაპზე, გამოცხადებული 19 ტენდერიდან, 8 დასრულდა. ✋ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,2022 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით სტარტს იღებს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება სოფლებში გზების რეაბილიტაცია. 2 775 762 ლარი, რომელიც ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე გამოეყო სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება. მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით სულ 19 ტენდერი აქვს გამოცხადებული. აქედან, 8 ტენდერი დასრულებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია, 3 ტენდერი მიმდინარეა, 8 – ზე შერჩევა – შეფასების პროცესი მიმდინარეობს. რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მერია, მიმდინარე წელს დამატებით თანხებს კვლავ ელოდება, რომელიც ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.” ✋უახლოეს დღეებში, სამუშაოები დაიწყება: ?სოფელ ვერტყვილაში, სადაც გოგიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ღირებულება 114 ათას 227 ლარია. ?ბეტონის საფარი დაიგება სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში, პროექტის ღირებულება 150 644 ათასი ლარია. ?ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში , ცქიტიშვილების საუბნო გზა რეაბილიტირდება. პროექტის ღირებულება 129 920. 18 ათას ლარს შეადგენს. ?სოფელ ბაზალეთში, მესხების საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 120 021 ათას ლარია. ?ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია გორგაძეებისა და ფაბრიკის უბნებში განხორციელდება, პროექტის ღირებულება -36 853 ათასი ლარი; ?გზა რეაბილიტირდება ლეღვანში, ქვიანთის უბანში , პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი ლარია; ?უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაციაზე , 63 018 ათასი ლარი დაიხარჯება. ?ლეღვანში , ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, პროექტის ღირებულება -178 700 ათასი ლარია; ?ასევე საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება სოფელ ხევში. პროექტის ღირებულება-130 085 ათასი ლარია; #ხარაგაულის_მერია✋ #2022წელი ?”-წერს კობა ლურსმანაშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰერმან საბო შალვა ნათელაშვილზე: ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს – რა უნდა ვერ გაიგებ
Next post იენს სტოლტენბერგი – არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ