ხარაგაულელებო თქვენი მერი საუკეთესოა! – უკრაინელების სამადლობელი პოსტი სოციალურ ქსელში

Read Time:1 Minute, 48 Second

,,ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ბედმა ინება,რომ უკრაინისთვის ამ საშინელ დროს,
ჩვენ საქართველოში აღმოვჩნდით. ამ მშვენიერ, სიკეთით სავსე ადამიანების ქვეყანაში,
სადაც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მხარდაჭერისთვის და კომფორტული
ცხოვრებისთვის.
ეს ადამიანები დიდ ყურადღებას და სითბოს იჩენენ, რომ მწუხარება შეგვიმსუბუქონ.
გვინდა დიდი მადლიერება გამოვხატოთ ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის და
მისი გუნდის მიმართ, რომლებიც დღეს ჩვენ გვესტუმრნენ , ეს დაუვიწყარი სიურპრიზი
იყო.
ძალიან დიდი მადლობა,
ხარაგაულელებო, თქვენი მერი საუკეთესოა!“ – ასეთი სიტყვებით გამოხატავს
მადლიერებას სოციალურ ქსელში, უკრაინელი ოლგა კოსტენკო მას შემდეგ , რაც
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ უბისაში კოსტენკოების ოჯახს
ესტუმრა და მათ საკვები პროდუტების ნაკრები, ტკბილეულის კალათა და ფულადი
სახის შემოწირულობა გადასცა.
ხარაგაულის მერიის მხრიდან ოჯახის მიმართ ეს პირველი დახმარება არ არის.
საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფი ოჯახი საომარი მოქმედებების
განვითარების გამო საქართველოში დარჩა და ამ ეტაპზე სოფელ უბისაში, მასპინძელ
ოჯახში ცხოვრობს.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:
,,ხარაგაულში გვყავს ოჯახი, უკრაინიდან, დნეპროპეტროვსკის ოლქიდან, ქალაქ
მარგანეციდან, რომლებიც საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ და საომარი
მოქმედებების განვითარების გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს.
ხარაგაულელები, ხარაგაულის მერია, საკრებულო , საგანმანათლებლო რესურსცენტრი ,
აიპები მაქსიმალურდ არიან მობილიზებული, უკრაინელი ოჯახის მხარდაჭერისთვის.
მსგავსი ტიპის აქციები, მზრუნველობა და ყურადღება მათ მიმართ კვლავ გაგრძელდება.
ჩვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც უკრაინისთვის
ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გულისხმობს ადგილზე აქტიურად ვუჭერთ მხარს.
ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი ხარაგაულიდან საერთო რეგიონულ
ჭრილში უკვე გაიგზავნა, ამ პროცესში, უშუალოდ იყო ჩართული მხარის
რწმუნებული,ბატონი ზვიად შალამბერიძე. ხარაგაული მზადაა კვლავ აქტიურად მიიღო

მონაწილეობა ჰუმანიტარულ აქციებში, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ უკრაინელ
დებს და ძმებს."
უკრაინის მოქალაქეებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ხარაგაულის მერიის და ყველა
იმ ადამიანის და ორგანიზაციის მიმართ,ვინც ჩართული იყო აქციაში.

აქცია ხარაგაულის მერიის საჯარო მოხელეების და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების
აქტიური ჩართულობით შედგა.
ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების
მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება.

Olga Kostenko: Мы граждане Украины. Так получилось, что в это страшное для Украины
время, мы волею судьбы оказались в Грузии, в этой прекрасной стране, в стране добрых,
отзывчивых прекрасных душой людей, в которой нам на помощь пришли эти люди. С
пониманием и теплотой они отнеслись к нашему горю. Сделали всё возможное для
нашего комфортного пребывания. Оказали посильную помощь и поддержку. Хотим
выразить огромную благодарность и признательность меру города Харагаули
Лурсманашвили Кобе а также всему коллективу Харагаульской администрации, которые
сегодня посетили нас. Это было незабываемым сюрпризом.
‌СПАСИБО ОГРОМНОЕ!!!
‌Харагаульцы, ваш мэр ЛУЧШИЙ!!!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს
Next post პაატა ბურჭულაძე „ნაცმოძრაობის“ რიგით რუპორად მას შემდეგ ჩამოლაბორანტდა, რაც პატრონ სააკაშვილს იმედები ვერ გაუმართლა – ზაალ ანჯაფარიძე