„ხალხის ძალა“: „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს

Read Time:1 Minute, 11 Second

„ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუოს, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხალხის ძალა“ ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს.

პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც – მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელიამ „მონცა“-ს კარში დუბლი შეასრულა
Next post საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია