ხათუნა ხოფერია – მივმართავ პარტიებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, გამოიჩინეთ კეთილი ნება და უარი თქვით ამ დაფინანსებაზე, ანუ ხალხის ფული დაუტოვეთ ხალხს

Read Time:58 Second

მივმართო ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გთხოვთ უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„SOS!!! SOS!!! SOS!!! საქართველოს გულშემატკივრებო, ჭირისუფალნო, ჩემო მეგობრებო! ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ეკონომიკური დარტყმა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მომავალზე თვალნათელია და არავინ მალავს, რომ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მივიღეთ დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი! ეს, ალბათ, ამ ვითარებაში მართებულიცაა. უფრო მეტიც, აუცილებელიც! რადგან მთავარია, დავძლიოთ ეპიდემია და მისი გავრცელება.

პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალები მთავრობის, მედიკოსების, ჩვენი საამაყო პროფესიონალების მუშაობას, ხელს არ უშლიან. მაქსიმალური კეთდება საერთო მიზნის მისაღწევად! მუდმივად არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდელობა, თავისი წვლილი შეიტანონ საკაცობრიო საქმეში და გვერდით დაუდგნენ ჩვენს განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართო ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება! (ყველა პარტიას!) გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ (თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს! იმ ხალხს, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ არჩევნებზე… ამისთვის კი…….. უნდა გადარჩეს! ეს იქნება ძალზედ ჰუმანური აქტი! ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის უანგარო სამსახური! ჩემო მეგობრებო! ველოდები თქვენს მხარდაჭერას! მხარდაჭერის გამოსახატავად, გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ეს მიმართვა! ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ!“,- წერს ხათუნა ხოფერია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2 აპრილს არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა
Next post ეკატერინე ტიკარაძე – მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება