ხათუნა სამნიძე ირაკლი ზარქუას: თავს ვიკავებ რომ არ გაგინო და დავაი ახლა აქედან

Read Time:1 Minute, 8 Second

ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით, თქვე საცოდავებო. თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა აქედან – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუას.

“ნული გაქვთ პოლიტიკური პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს იმას აკეთებს. სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი რაც ხდება. რა რეიტინგი? შენ ხომ გაქვს რეიტინგი რა, ძაან პოლიტიკური კაცი ხარ ამ ქვეყანაში, ვაი შენს პატრონს. ნუ მაწყვეტინებთ ბატონო თავმჯდომარევ. არგუმენტი რომ არ გავქვს და რეიტინგზე მელაპარაკებით, ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით, თქვე საცოდავებო. თავს ვიკავებ რომ არ გაგინო ირაკლი და დავაი ახლა აქედან”, – უთხრა ხათუნა სამნიძემ ირაკლი ზარქუას.

შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.

მოგვიანებით კი,  სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირიპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არდაწყებულა სხდომა, დარბაზში შევლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: გავა დრო და ევროპა დაეთანხმება ჩვენს პრინციპულ პოზიციას – საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის მსჯელობით განხილვა ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ვერ იქნება
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: ეს კანონი არის სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, წმინდად ამერიკული კანონი, შესაბამისად, ჩვენი კოლეგები თავს დაესხნენ ამერიკულ კანონს