ხაზარაძე ივანიშვილს: გამოაქვეყნე რამდენი გყავს დასაქმებული, გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული

Read Time:1 Minute, 3 Second

როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანონმორჩილება. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში მერე მე გამოვიტან და ვანახებ, რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე. ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია ბიძინა ივანიშვილი, უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედიაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეთში რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ, არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ. ამას თუ ქართველი ხალხი გაპატიებს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენი ბიუჯეტის მოპარვა არავის არ უნდა შევარჩინოთ, ეს არის კანონის უზენაესობა”,- ამბობს ხაზარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საშინელი ტრაგედია-ქალმა შვილები დაქოქილ მანქანაში რამდენიმე წუთით დატოვა და სანამ დაბრუნდებოდა, ავტომობილი ასანთის კოლოფივით დაიწვა
Next post “ვუსამძიმრებთ მთელს სვანეთს…” – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან