ხავიერ კოლომინა – მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ

Read Time:56 Second

იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.

კოლომინამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს მზაობას პოლიტიკურ სპექტრში, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს. კოლომინამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცება მიიღო ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციას ხვალ ხვდება.

„ოპოზიციასთან საუბრის შესაძლებლობა ხვალ მექნება; ხელისუფლებისგან დღეს მივიღე მტკიცება; ვნახავთ, რა იქნება. სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს, წარსულის გამოცდილების გამო. გასულ წლებში რეფორმების განხორციელების პროცესი შენელდა, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინა 19 აპრილი შეთანხმება, რაზეც ძალიან შეშფოთებული ვიყავით. მქონდა შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის ელჩებთან, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩთან. ისინი, რასაკვირველია, იზიარებენ გარკვეულ სკეპტიციზმს, მაგრამ ვნახავთ. მივიღე მტკიცება. როგორც საქართველოს მეგობარმა, მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ამას თქვენთვის აკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის შესაძლებლობის მომენტი, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომელიც მუდმივად იქნება. მატარებელზე უნდა მოხვდეთ და იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და ის რეფორმები გაატაროთ, რომელზეც მიგითითებთ. არ ვიცით, რა მოხდება, თუ მზად არ იქნებით და მატარებელზე ვერ მოხვდებით, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ახლა და ამით უნდა ისარგებლოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტთან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა
Next post იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა