ჭორვილაში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს

Read Time:57 Second

ჭორვილაში, აგროკომპლექსში გამრავლებული გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ნაწილი, თბილისსა და რეგიონებში, ბუნებაში გაუშვეს.

პირველი ლოკაცია თბილისის ბოტანიკური ბაღია. ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენისთვის კოლხური ხოხობი და კაკაბი დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაუშვეს. მათ შორის, კუს ტბის მიმდებარედ და მთაწმინდის ფერდზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე მიეხედოს არა მხოლოდ ფლორას, არამედ ფაუნას. ჩვენი კვლევის მიხედვით რომელიც სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს 130 ჯიშის ფრინველი და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიის დამახასიათებელ ფრინველს ოდითგანვე წარმოადგენდა კოლხური ხოხობი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და სწორედ ამ ფრინველის დაბრუნება თავის ბუნებრივ გარემოში ხდება ამ პროექტის ფარგლებში“, – ამბობს ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი.

თბილისის გარდა, უნიკალური ჯიშის ფრინველებს რეგიონებშიც მოამრავლებენ. ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის გადაწყვეტილებაა. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში 2500-მდე ხოხობი და კაკაბი გაუშვეს: მცხეთაში, შიო მღვიმეში, კახეთში, რაჭაში და იმერეთში.

ჭორვილაში ინკუბატორში გამოჩეკილ ფრინველებს, სპეციალურ ვოლიერებში ზრდიან, შემდეგ, ველურ ბუნებასთან ადაპტაციისთვის სპეციალურად მოწყობილ ზონაში გადაჰყავთ. უნიკალური აგროკომპლექსი ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივით აშენდა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, წელს სპეციალისტებმა გნოლის, კავკასიურ როჭოს, დურაჯის და წითელ წიგნში შეყვანილი კასპიური შურთხის მოშენებაც დაიწყეს. გამრავლების შემდეგ ფრინველებს ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად – მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე
Next post მარიკა ბაკურაძე: გამომცემლობებმა – „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ სამსახურიდან გამათავისუფლეს – დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი