წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი ეწყობა

Read Time:38 Second

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე რვა კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე წინა სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ჭების, გამყვანი კოლექტორის და წყალარინების ქსელის მოწყობა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი. შესახლების შემდეგ, 1700-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს 128,549.38 ლარი მოხმარდება, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

ამ ეტაპზე, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ახორციელებს: ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულსა და გუდაურში, პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 170 000-ზე მეტი ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, სტეფანწმინდაში, ხაშურში, დაბა ფასანაურში, სოფელ მუხრანში, კურორტ აბასთუმანსა და ბახმაროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ
Next post გიორგი ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება