წყალტუბოში გაზაფხულზე გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

Read Time:22 Second

წყალტუბოს რაიონში, საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა.

საწურბლიას მღვიმე,  რომელიც პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

საწურბლიას მღვიმე პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Instagram-ს ვიდეოზარის ფუნქციაც დაემატება
Next post 1 თებერვლიდან პროექტი “ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“ იწყება