წინ დორტმუნდისკენ, წინ ევროპისკენ! – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს

Read Time:52 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ერთ
მუშტად შეკრულ საქართველოს „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში
გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
დღეს როგორც არასდროს, საქართველო ერთ მუშტად არის შეკრული და ყოველ ჩვენგანს ასე
ნანატრი გამარჯვების საერთო რწმენა გვაერთიანებს. ამ გამარჯვებამ მოგვიტანა განუზომელი
სიხარული და უდიდესი მოლოდინი მორიგი ღირსეული გამარჯვებებისა. ჩვენთვის ფეხბურთი
არასდროს ყოფილა მხოლოდ სპორტი, ეს იყო და არის სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი
ძალა, რწმენა მომავლისა, რომ სულ მალე ქართული დროშის ღირსებას ისევ დაიცავენ ჩვენი ძმები
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომით, სიკეთით,
მშვიდობით, ერთიანობით უდიდესი, წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა შესაძლებელია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები
ვუერთდებით უდიდეს საყოველთაო სიხარულს და ვულოცავთ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს,
გმირ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მათ ყველა
მხარდამჭერს, გულშემატკივრებს და მადლობას ვუხდით ამ აღმაფრენისთვის, იმედისა და
გამარჯვების რწმენისთვის.
გილოცავთ საქართველო! წინ დორტმუნდისკენ! წინ ევროპისკენ, წინ მომავლისკენ – კიდევ
მრავალი გამარჯვებით!“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია მურღულია: გუშინ თავად ბედნიერებას უხაროდა, საქართველოს რომ ეწვია – უკეთესად მისი გამოხატვა შეუძლებელი იყო
Next post ზურიკო დავითაშვილის შვილი გაქრისტიანდა – ვინ მონათლა პატარა დათი