წითელი ღვინის საიდუმლო

Read Time:44 Second

არ გაქვთ დრო სპორტული დარბაზის სტუმრობისთვის? სადილის ნაცვლად ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალიეთ! ფენოლი რესვერატროლი, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაშია, ხელს უშლის ძვლებისა და კუნთების ფუნქციონირების დაქვეითებას.

ჟურნალი “FASEB” – ამერიკელი საზოგადოება ექსპერიმენტულ ბიოლოგიაში იტყობინება, რომ წითელი ღვინო მისწრებაა კოსმონავტებისათვის. საქმე იმაშია, რომ ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები იწვევს კუნთის ათროპიას, ძვლების დაზიანებასა და სხვა ფიზიოლოგიურ გართულებებს. მკვლევარები ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრში ღვინის მაღაზიამდე მივიდნენ. თავად კვლევა კი მღრღნელების ორ ჯგუფზე ჩატარდა. მათგან პირველ ჯგუფს გაუკეთეს რესვერატროლი და შედეგმაც არ დააყოვნა – მეორე ჯგუფმა ძვლის გაცილებით მეტი მინერალი დაკარგა და კუნთოვანი მასაც მეტად დაუქვეითდა, ვიდრე პირველ ჯგუფს.

ჟურნალი “Forbes” კი გვამცნობს, რომ მრავალი კვლევა ჩატარებულა რესვერატროლის სარგებლიანობის შესახებ, მაგრამ მათგან ცოტას პირდაპირი ობიექტი თუ ყოფილა ადამიანი. გამომცემლობა ასკვნის, რომ ადამიანმა იმავე ეფექტის მისაღებად ერთ ან ორ ჭიქა წითელ ღვინოზე მეტიც კი უნდა დალიოს.

წითელი ღვინო, ფაქტია, რომ თქვენს ძვლებსა და კუნთებს იცავს ფუნქცირებადობის დაქვეითებისაგან. დალიეთ ერთი ჭიქა, ორი ჭიქა და სამი..

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანსაღი კვების საიდუმლო
Next post პრეზიდენტის ანგარიშის თარიღს პარლამენტი მარგველაშვილის ადმინისტრაციასთან შეათანხმებს