წვეულებაზე მოპარული ოსკარი

Read Time:24 Second

ლოს-ანჯელესის პოლიციამ კაცი დააკავა, რომელიც მსახიობ ფრენსის მაკდორმანდის ოსკარის მოპარვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით  Associated Press-ი წერს.

ეჭვმიტანილი 47 წლის ტერი ბრაიანტია. პოლიციის ვერსიით, მან ოსკარი წვეულებაზე მოიპარა, რომელიც ტრადიციულად ოსკარის დაჯილდოების შემდეგ იმართება. სამართალდამცველების თქმით, კაცს ამ ღონისძიების ბილეთი ჰქონდა.

დაკავებამდე მან სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებაც მოახერხა, რომელშიც ოსკარი ხელში უჭირავს და ამბობს, რომ ეს მისი ჯილდოა.

პოლიციის თქმით, ის 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ფრენსის მაკდორმანდმა ოსკარი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: თბილისში ბევრ მშენებელობას სერიოზული დარღვევები აქვს
Next post არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია უნდა იყოს ძლიერი და მკაცრი