წამყვანი ამერიკული გამოცემა Site Selection Magazine საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სპეციალურ სტატიას უძღვნის

Read Time:27 Second

საქართველო – ქვეყანა უდიდესი ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა ჟურნალმა Site Selection Magazine-მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამასთანავე, სტატიაში მკითხველი არსებული ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილებებსაც გაეცნობა.

Site Selection Magazine არის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციებსა და საინვესტიციო სფეროზე და რომლის 44 ათასი გამომწერის უმრავლესობას გლობალური კომპანიები წარმოადგენენ. გარდა პოტენციური ინვესტორებისა, ჟურნალის გამომწერები არიან საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს ურჩევენ რომელ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა სტაბილური საქართველო და ერთად სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ
Next post შალვა პაპუაშვილი: სასიამოვნოა, რომ ეუთო/ოდირის მისია თავადაც სწავლობს სტატისტიკურ მონაცემებს, რითაც ხშირად მანიპულირება ხდება