წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

Read Time:23 Second

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები დეპუტატების, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარუდგინა.

სოფრომაძის თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი

 

კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.

“ცვლილებების მიზნად ისახავს ბაზრის მომარაგებას მაღალხარისხიანი მედიკამენტებით. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ნაბიჯია დაგეგმილი. მათ შორის ცვლილება შედის აღიარებითი რეჟიმით დარეგისტრირებული მედიკამენტების წესში, ყველა მედიკამენტი გარდა ადგილობრივი წარმოშობისა, ერთი რეგულაციის ქვეშ ხვდება, რაც ითავალისწინებს, რომ ასეთ მედიკამენტებს ყოველი 5 წლის შემდეგ დასჭირდება ხელახალი რეგისტრაცია”, – აცხადებს სოფრომაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა
Next post რა მოუვა ორგანიზმს, თუკი ყოველდღე საუზმეზე 2 კვერცხს მიირთმევთ?