ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია – კახა კალაძე

Read Time:36 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში იმყოფებოდა.

მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა.

“ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია. გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი”, – თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, მაშველებმა ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. შვიდ საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი – დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ვბრუნდები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ
Next post მაქმანიანი საცვალი არ ნიშნავს თანხმობას — საპროტესტო ტალღა ირლანდიაში