ცოტნე ზურაბიანი კონგრესმენების და სენატორების წერილებზე – საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან, უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები

Read Time:50 Second

საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან პარტიული ხაზით. იცით, რომ პარლამენტში უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს.

მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები შეფასებებს ტყუილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ.

„კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს „ფრონტერასთან“ დაკავშირებით. მათმა ნაწილმა კითხვები დასვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ. ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ უზუსტობასთან. ტყუილთან, რომლის ტირაჟირებაც მოხდა და მასზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასებაც ვერ იქნება ობიექტური. ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ოპოზიციის ლიდერებს დაჭერით დაემუქრა. ასეთი დიდი ტყუილი როგორ შეიძლება იკადრო. რეალურად, ჩვენ ოპოზიციისთვის გვიწევს იმის შეხსენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით ხელისუფლების ცვლილება ვერასოდეს ვერ მოხდება. იცით, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. აქ საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან პარტიული ხაზით. იცით, რომ პარლამენტში უმრავლესობაში აღარ გვყავს საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავდნენ. ამ კონკრეტულმა ჩავარდნამ გამოიწვია კომუნიკაციის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს აღმოფხვრადია, ამაზე ვმუშაობთ და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება ყველას”, – განაცხადა ზურაბიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – კონგრესმენებთან სამუშაოა, ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რადგან წერილებში აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები
Next post ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს