ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025

ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ჟურნალისტის ჯანო ინაძის შვილი, მარიამ ინაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ასეთი ლამაზი მარიამ ინაძე აღარ გვყავს… დამუნჯებული ვარ მარიამ, გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი დაბადება, ამას როგორ ვიფიქრებდი, რასაც ახლა ვწერ… რა კარგია, შენო მამიკო რომ ვერ მოესწრო ამ ტკივილს და მწუხარებას, როგორი იმედით იყო შენი დედიკო ორი დღის წინ, ვზივარ და ვტირი… წაგიყვანა ღვთისმშობელმა თავისთან“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული

იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

კარგი ამბავი – ცნობილი ტყუპი ძმები 2-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგნენ

ცნობილი ქუთაისელი ტყუპი ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები 2-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგნენ. სასიამოვნო ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი დანტესი ავრცელებს.„რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. მეორე ეტაპი: ტყუპები უნდა წავიდნენ თურქეთში რობოტულ სარეაბილიტაციო ცენტრში. ახლო მომავალში ყველა დეტალს გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ“, - წერს ფოტოგრაფი.

იაგო ხვიჩია – სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის ჩემსა და კუპრაძეს შორის, იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს კითხვა,...

მე ზოგადად, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამ პროცესს, – ასე უპასუხა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.„მე სერიოზულად ვერ ვუყურებდი იმას, რომ ხაბე ბიძინას ემუქრებოდა დამხობით, ამას ვერ ვუყურებდი სერიოზულად ისევე, როგორც გასულ წელს ამ დროს, „ლელო“ ემუქრებოდა ბიძინას მოსკოვში გაშვებით 20 დღით, თუ რაღაც დარჩაო, რომ იძახდნენ. მე ვერ ვუყურებდი სერიოზულად და ვერც ვერასოდეს ვერ ვუყურებ იმ კამპანიას, რომ ბიძინას შეეშინდა და ამიტომ, ხაბე დაიჭირა. ზოგადად, მთელი ეს პროცესი რაც არის, ჩემთვის დადგმულ სცენარს ჰგავს, თითქოს ერთი რეჟისორი ჰყავსო, რომელიც სხვადასხვა როლს ანაწილებს, საჭირო დროს გაჰყავს გმირები თამაშიდან შემოჰყავს ახალი გმირები, რათა ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე, არავინ არ კონცენტრირდეს თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან და კონცენტრაცია მოხდეს უაზრობაზე სადღაც შუადღისას, მერე ეს ხალხი უნდა გაატარონ ქუჩებში A წერტილიდან B წერტილამდე და ამით უნდა მორჩეს ეს ამბავი. მერე ვიღაც გაბრაზდება, მერე ვიღაც იტყვის, აი, რა ტყუილად დაშალეთ ხალხი და საბოლოო ჯამში, არავის არ დაბრალდება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე. ვინც ვითომ პასუხისმგებელი იყო, ის გაარიდეს პასუხისმგებლობას და ჩასვეს ციხეში. შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ციხეში ვარო, იტყვის, დანარჩენმა კი არავინ არ იცის, რა ხდება, ჩემი ინფორმაციით“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება 5 ოქტომბერი „გირჩისთვის“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იმედია, ეს დღე საზეიმო იქნება.„იმედია, საზეიმო და ისეთი, რომ სტიმულს მომცემს, მეორე ტურისთვის მოვემზადო. იმედი მაქვს, ასეთი იქნება 5 ოქტომბერი. ეს დამოკიდებულია საარჩევნო შედეგებზე. იმიტომ, რომ თქვენი იცით, სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჩემსა და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ, რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში გასაგებია, რომ კალაძე იქნება, საუბარი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. კითხვა, ვინ გავა მეორე ტურში და იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს. შესაბამისად, 5 ოქტომბერზე რახან მეკითხებით, მე მინდა, 5 ოქტომბერი იყოს ისეთი, როდესაც ქართველი ხალხი, თბილისელები მიხვდნენ, რომ უკეთესი კანდიდატი ვარ, ვიდრე ბატონი კუპრაძე, მიუხედავად „ლელოს“ რესურსებისა და მომცემს საშუალებას, გავიდე მეორე ადგილზე. მე თუ მეორე ადგილზე გავდივარ, მაშინ მეორე ტური არის ისედაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, არის მოწყენილი და ქართულ სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდებს შორის ალბათ, ყველაზე მდუმარე.„ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები. წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდების განმავლობაში სტუდენტების თავს, რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაც უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილად გაიშარა და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.„ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5. რომელიღაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაქრებიან. არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, „ლელო“ ხომ აპირებს დარჩენას, იმიტომ, რომ ფული აქვს, იმ ტყუილებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ და მანამდეც აკეთებდნენ, დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე, ვერ ვხედავ მაგალითად, როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელმაც უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დიეგო მარადონას დები და ადვოკატები თაღლითობაში დაადანაშაულეს

არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას ორ დას და ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატს მატიას მორლეს ბრალი წაუყენა თაღლითობაში. ამის შესახებ გაზეთმა La Nacion-მა დაწერა.სარჩელი სასამართლოში მარადონას ქალიშვილებმა შეიტანეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლეგენდის დები და ადვოკატი ფეხბურთელის სახელთან დაკავშირებულ ბრენდებს იყენებდნენ. დიეგოს ქალიშვილები ითხოვენ, რომ მათ, როგორც კანონიერ მემკვიდრეებს, გადაეცეთ მამის სახელთან დაკავშირებული ბრენდები, რომლებსაც კომპანია Sattvica მართავდა.მარადონას ადვოკატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ხოლო ფეხბურთელის დები თანამზრახველებად გამოაცხადეს.დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახა კალაძე – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილს არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. პოლიტიკაში როდესაც ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია, მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები