სამშაბათი, მარტი 25, 2025

ცნობილია რომელი 13 ქართველი იასპარეზებს დღეს თბილისის გრანდ სლემზე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს:

90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.

100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.

+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა განაცხადა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.„რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სიახლეები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი არეულია ერთმანეთში. ყველაფერი, რაც მოედინება, გარკვეულ შენობებს უქნის პრობლემას. შესაბამისად, მისი დემონტაჟი დროსა და ვადებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჯო უილსონი – ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ – მეტი სანქცია მოდის

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას.„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“, - წერს უილსონი X-ზე.

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი სრულ ნდობას უცხადებს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს

დონალდ ტრამპი სრულ ნდობას უცხადებს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით ჟურნალისტი დაამატა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ენდობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს.„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, „ჰუსიტებზე“ განხორციელებული თავდასხმები ძალიან წარმატებული და ეფექტური იყო. პრეზიდენტი ტრამპი კვლავ სრულ ნდობას უცხადებს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს“, – აღნიშნა ლევიტმა.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ

ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ. თეთრმა სახლმა ინციდენტი ოფიციალურად დაადასტურა.ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა მიღებული ინფორმაციის სისწორეს.ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.„ვერ ვიჯერებდი, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობა მოახლოებული სამხედრო გეგმების შესახებ ჩატში მსჯელობდა“, – აღნიშნა გოლდბერგმა.გოლდბერგის თქმით, ის დაამატეს იმ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ. 15 მარტს აშშ-მა ჰუსიტების წინააღმდეგ იერიში მიიტანა, რის შესახებაც ჟურნალისტის თქმით, შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვერ იჯერებდა ინფორმაციის სისწორეს, როდესაც იემენზე აშშ-ის იერიშების შესახებ გახდა ცნობილი, გაიაზრა, რომ ეს სიმართლე იყო.აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და  შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ბოლო სიახლეები