ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 22 კოვიდინფიცირებულ ბავშვს მკურნალობენ

Read Time:29 Second

რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ციციშვილის კლინიკაში 40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„40 დღის ჩვილი ისევ მართვით სუნთქვაზეა. პარამეტრებს ვამცირებთ და ვცდილობთ, რომ მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. მათ შორის ეს არის ყველაზე მძიმე. არიან ასევე ბავშვთა ცერებრული დამბლით 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია. ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია. ასევე გვყავს ახალშობილები, უკვე 18 და 17 დღის. 14 და 15 დღის იყვნენ როდესაც შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღარ აქვთ ცხელება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ონის მერობის კანდიდატის შეხვედრა სოფელ ნიგვზნარაში, ხურუთსა და ჭალაში
Next post წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ ლაჩთასა და შეუბანში