ცეცხლში გახვეული ღაზა ამ წუთებში – ისრაელმა ღაზაში ავიადარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

Read Time:39 Second

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმების ახალ ტალღას ახორციელებენ.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ურტყამს „ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ ობიექტებს“.

როგორც timesofisrael-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილჰამ ალიევი: გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ
Next post „ჩემი შვილები ტერორისტებმა გაიტაცეს, ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ“ – მძიმე ისტორია ისრაელიდან