ცესკო – მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11 პროცენტი, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

Read Time:40 Second

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივით, საერთო ჯამში პირველ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები.

„მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. ორი ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.

გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – აცხადებენ ცესკო-ში.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, მოცემულია ბმულზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლინდა ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

გადათვლის პროცესი გუშინ დაიწყო. ხელახალი დათვლის პროცესზე დასწრება და დაკვირვება შეუძლიათ, უფლებამოსილ პირებს: დამკვირვებლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: პარლამენტში შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, ეს არის ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი
Next post თენგიზ ცერცვაძე ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტზე: არ გინდა აცრა, კი, ბატონო, მაშინ შეეგუე, ერთგვარ დისკომფორტს