ჩუგოშვილი: Freedom House-ის ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს

Read Time:29 Second

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ “იმედთან” დაკავშირებით მცდარი ფაქტების აღიარებასა და გასწორებას პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომის აღიარებას ნიშნავს, რასაც ჩუგოშვილი დადებითად აფასებს.

თამარ ჩუგოშვილმა დასძინა, რომ ხელისუფლება მზად არის ორგანიზაციას, სამომავლოდ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი უზუსტობები.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავად დასკვნის არასწორობას ან უზუსტობას აღარ შეუწყობს ხელს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩანაწერი 14 მაისს გაჩნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის
Next post „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ