ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

Read Time:33 Second

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის Meiburg Wine Media პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი – დებრა მეიბურგი უძღვებოდა. სერტიფიკატი ხუთმა ღვინის პროფესიონალმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების სამინისტრო: მოსწავლეები სწავლას უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გააგრძელებენ
Next post ფრანგული გამოცემა: ქართველი მილიარდერი დასავლელი ფილანტროპების სიას უერთდება