ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

Read Time:31 Second

ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მინიმუმადე დავიდეს ქვეყანაში კორპონავირუსის გავრცელების რისკი.

„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. დღეს, დღის მეორე ნახევარში, გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება მოქალაქეების ევაკუცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე შეიძლება არ დადგეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი“, – განაცხდა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდეს. „პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოგვიწევს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულის ,,ცუცხვათის მღვიმოვანს“ და ,,ელდათის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
Next post ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 18 წლამდე ბიჭი გადმოვარდა