ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Read Time:39 Second

“22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 18 წლამდე ბიჭი გადმოვარდა
Next post ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა