“ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს

Read Time:45 Second

ეს არის ის თემა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მოქმედი პრემიერის გიორგი გახარიას – დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე გადასვლას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პრემიერად მეორედ მობრუნებას შეეხებოდა.

როგორ მაია ცქიტიშვილი განმარტავს, ოპოზიციური ძალები და მათთან დაახლოებული მედია საშუალებები მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდა შექმნან.

„ეს არის მკაფიო მაგალითი იმ ფეიკ ნიუსების ანუ იმ არასწორი თითქოს ახალი ამბების, მაგრამ სინამდვილეში შეთხზული ისტორიების, რომელსაც ახორციელებს როგორც ჩვენი ოპოზიცია ასევე ცალკეული მედია საშუალებები.
ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს.
აქ საუბარია  მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ ოპოზიციურ ძალებს და მათთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს აქვთ მცდელობა, რომ ჩვენს მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა.

არავითარ ცვლილებებთან საქმე არ გვაქვს, როგორც გიორგი გახარიას წასვლასთან, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, რაიმე სახის სამთავრობო ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. ამდენად, კითხვა იმასთან დაკავშირებით, მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, აზრს მოკლებულია“, – განაცხადა მინისტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კათარზისიდან მილიონამდე ანუ ვალიკო ბაბუს ამბავი – ვინ მოიგო 1 მლნ?
Next post ტყიბულის ,,ცუცხვათის მღვიმოვანს“ და ,,ელდათის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა