შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე

Read Time:32 Second

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” შუახევის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა შუახევში, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
ძალიან გულთბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მერობის კანდიდატმა აღნიშნა , რომ  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველა იმ რესურსის გამოყენება, რომელიც  შუახევის მუნიციპალიტეტს სწრაფი ტემპით განავითარებს. მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ტურისტული პოტენციალი, უნდა გაძლიერდეს  ყველა გლეხი და ფერმერი, მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული და კომფორტული გარემო.
მერობის კანდიდატმა ისაუბრა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელოვბაზე და აღნიშნა, რომ მათი თანადგომა ხვალინდელი დღის უკეთესი საწინდარია.  მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენიძლავება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა
Next post მიხეილ ჩხენკელი: 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში