საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.