შსს-ს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლს უშენებენ [ვიდეო]

Read Time:23 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს სახლს უშენებენ. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – არ ვაპირებ, კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის განახლდება მიკროავტობუსები, ორ კვირაში წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა
Next post ბიძინა ივანიშვილი დღეს „იმედზე“ ნიკა ლალიაშვილის კითხვებს უპასუხებს